2017-05-04
ცხადდება კონკურსი 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად
ცხადდება კონკურსი 2016-2017 სასწავლო წლის
გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლა, საფუძველი: თსუ რექტორის 2017-05-04 ბრძანება №:84/01-01
მედიცინის ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე იპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის 37 სტუდენტი.
სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თსუ-ში წინა სემესტრში მიღებული ქულების შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1) პირადი განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადების ფორმა.
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) წინა სემესტრის განმავლობაში (2016 წლის 10 აგვისტოდან 2017წლის 10 თებერვლამდე) საქართველოში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
4) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2016 წლის 10 აგვისტოდან 2017 წლის 10 თებერვლამდე), რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით;
5) იმ სტუდენტებმა, რომლებმაც წინა კალენდარულ სემესტრში იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანამანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
6) „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 5 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით (10– დან 17 საათამდე), მედიცინისა ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №78, ოთახი N330.

« იხ. ყველა სიახლე