სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის
ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო
პროგრამებზე
ლაბორატორული მედიცინა - 8 ადგილი
თერაპიული სტომატოლოგია - 2 ადგილი
ორთოპედიული სტომატოლოგია - 2 ადგილი
რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:
საბუთების მიღება -
2017 წლის 6-13 თებერვალი
გასაუბრება –
2017 წლის 15 თებერვალი
შედეგების გამოცხადება -
2017 წლის
16 თებერვალი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტს
(ბელიაშვილის 78, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახიN330 ).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა)
განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად
მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და
შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება!