2013-07-25
2013 წლის 25 ივლისს ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს არჩევნები გაიმართა. არჩევნებში გაიმარჯვა პროფესორმა
გიორგი გალდავამ
.
არჩევნებში დარეგისტრირებული იყო ორი კანდიდატი მერაბ კილაძე და გიორგი გალდავა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 82–მა ამომრჩეველმა. მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა : მერაბ კილაძე – 34 ხმა, გიორგი გალდავა – 47 ხმა. ბათილად ცნეს 1 ბიულეტენი.
შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია 26 ივლისის 18:00 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნების საარჩევნო კომისიაში (ქ. თბილისი, მ. ჭიაურელის ქუჩა N2, მე–3 სართული, ოთახი N33).
« იხ. ყველა სიახლე