„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), გაეროს
განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით
აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე -
მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.
კონკურსის მიზანია - საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.
კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად,
2017 წლის 2 მაისს, 17:00, რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული) კონკურსანტებისთვის გაიმართება სპეციალური
საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ,
გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს
2017 წლის 26 აპრილისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://idfi.ge/ge/pagel/competitionview/9/