ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-01-29

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე დერმატოლოგია-ვენეროლოგია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე (იხ.რექტორის ბრძანება)

დერმატო-ვენეროლოგია-  9 ადგილი (რეზიდენტი/მაძიებელი);
დერმატო-ვენეროლოგია – 1 ადგილი (სპეციალისტი/მაძიებელი);


საბუთების მიღება - 29 იანვარი - 6 თებერვალი;
გასაუბრება - 9 თებერვალი
შედეგების გამოცხადება - 11 თებერვალი


კონკურსში
მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები :

) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ ( თანდართული ფორმის მიხედვით );
) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან / და შესაბამისი ცნობა ( დედანი );
) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი ( დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი );
) ავტობიოგრაფია (CV);
) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

არასრულად
წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება !

დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში: ჭიაურელის ქ. 2, მე-3 სართული

Print

« იხ. ყველა სიახლე