2017-10-27

ახალგაზრდული საერთაშორისო პროექტი ონკოლოგიაში Onco2017

ახალგაზრდული საერთაშორისო პროექტი ონკოლოგიაში Onco2017
  

‘ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების’ (YSU) მიერ იმართება ახალგაზრდული საერთაშორისო პროექტი ონკოლოგიაში - Onco2017. საერთაშორისო პროექტი Onco2017 რიგით მეორედ ტარდება, მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების მედიცინის და ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და რეზიდენტებს.
ზოგადი ინფორმაცია

ეს პროექტი გახლავთ ის პლატფორმა, რომელიც ონკოლოგიის ირგვლივ აერთიანებს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს და ყველა დაინტერსებულ ადამიანს. პროექტის ძირითადი თემატიკაა - სიახლეები ონკოლოგიაში. Onco2017 მოიცავს კონფერენციების და ლექციების ციკლს, რომელიც განაწილებულია წლის განმავლობაში ისე, რომ სტუდენტები მუდმივად არიან ჩართულნი მათთვის საინტერესო თემატიკის განვითარებასა და შესწავლაში. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ Onco2017-ის როგორც საკონკურსო, ასევე - არასაკონკურსო ნაწილში.

კონკურსანტის სახით მონაწილეობა

Onco2017-ში კონკურსანტის სახით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მედიცინის და ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების დიპლომამდელ სტუდენტებს.

პროექტი შედგება რამდენიმე ეტაპისგან: შესარჩევი კონფერენციები, ლექცია-კურსები და დასკვნითი კონფერენცია:
  * შესარჩევი კონფერენციები ჩატარდება 2017 წლის 6-12 ნოემბრის პერიოდში საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში. თითოეული სასწავლებლიდან შეირჩევა 3 საუკეთესო მონაწილე, მათგან ერთ-ერთი წარდგება მოხსენებით, ხოლო დანარჩენი - პოსტერული პრეზენტაციებით.
  * საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ჩატარდება ონლაინ შესარჩევი კონფერენცია.
  * 2018 წლის 8-12 იანვრის პერიოდში საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი საწავლებლებიდან შერჩეული სტუდენტები გაივლიან 5-დღიან პრაქტიკულ და თეორიულ კურსებს ონკოლოგიასთან დაკავშირებით.
  * კურსების შემდეგ, 13-14 იანვარს, ჩატარდება დასკვნითი კონფერენცია, რომელზეც წარდგებიან შერჩეული სტუდენტები.

კონკურსგარე მონაწილეობა

მედიცინის და ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს, რეზიდენტებს, მაგისტრანტებს და ა. შ., Onco2017-ში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსგარე მონაწილის სახით, მაგრამ ისინი გაივლიან გარკვეულ შესარჩევ პროცედურას.

რეგისტრაცია - http://ysu.org.ge/ysu/en/onco2017/registration/
(სარეგისტრაციო ფორმა ივსება ინგლისურ ენაზე)
დამატებითი ინფორმაცია

პროექტის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობა უფასოა. 

დამატებითი ინფორმაცია პერიოდულად დაიდება ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების’ (YSU) საინფორმაციო წყაროებზე.

- ვებ-გვერდი: ysu.org.ge 
- ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდი: facebook.com/ysu.org.ge 
- Onco2017-ის ფეისბუქის ღონისძიება: facebook.com/events/1846754315646947
- ელ-ფოსტა: info@ysu.org.ge
- მობილური: +995 577 780126 (ასევე, ხელმისაწვდომია whatsapp-სა და Viber-ზე)

Print

« იხ. ყველა სიახლე