ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-01

ცხადდება მიღება რეზიდენტურაში!

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე (რექტორის ბრძანება №:78/01-01)

ლაბორატორული მედიცინა - 5 ადგილი



რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:
საბუთების მიღება -   2017 წლის 1-8 მაისი
გასაუბრება –  2017 წლის 10 მაისი
შედეგების გამოცხადება - 2017 წლის  11 მაისი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტს
(ბელიაშვილის 78, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახიN330 ).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
 ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება!
Print

« იხ. ყველა სიახლე