2014-04-25

თსუ მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

25.04.2014

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს (საბჭოს სხდომა №41; 25.04.2014) გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21–ე მუხლის პირველი პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 24 აპრილის №40/2014 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს:

1.  გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   მედიცინის ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის)  დეკანის არჩევნები;

2.  ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2014 წლის 5 ივნისს 14.00-17.00 სთ.;

3.  დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება მოხდეს 2014 წლის  27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ( 10.00-18.00 სთ.) მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში, კანცელარიაში. მისამართი: თბილისი,  ჭიაურელის ქ.№2
4.   დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

4.1    განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;

4.2    განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
    ა) პირადობის მოწმობის ასლი;
    ბ) ავტობიოგრაფია (CV);
    გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
    დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;
    ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების  შესახებ;
    ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის  შესახებ;

4. 3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე–3 მუხლით დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარადგენს ამავე განცხადების 4.1 და 4.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას.  

5. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014  წლის 24 აპრილის №40 /2014 დადგენილებით.

Print

« იხ. ყველა სიახლე