2010-03-19

თსუ მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

  1. გამოცხადდეს კანდიდატთა რეგისტრაცია მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.
  2. რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება დაიწყოს 2010 წლის 23 აპრილს 10:00 საათიდან.
  3. განცხადების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 6 მაისი 18:00 საათი.
  4. განცხადების წარდგენა იწარმოებს თსუ–ს საარჩევნო კომისიაში (თსუ II კორპუსი, ოთახი №4)
  5. კანდიდატებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინონ:

  • სრული ან ასოცირებული პროფესორის დამადასტურებელი საბუთი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭო
2010 წლის 19 მარტი

Print

« იხ. ყველა სიახლე