ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-01-24

ცხადდება მიღება რეზიდენტურაში!

ცხადდება მიღება რეზიდენტურაში!
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე (რექტორის ბრძანება №14/01-01, 21.01.11):

ა) ნევროლოგია _ 6 ადგილი;
ბ) ინფექციური სნეულებანი _ 6 ადგილი;
გ) დერმატოლოგია და ვენეროლოგია _ 12 ადგილი;
დ) ოფთალმოლოგია _ 10 ადგილი;
ე) თერაპიული სტომატოლოგია _ 24 ადგილი;
ვ) ორთოპედიული სტომატოლოგია _ 9 ადგილი;

რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:
ა) საბუთების მიღება: 24 იანვარი – 4 თებერვალი;
ბ) გასაუბრება: 9 _ 10 თებერვალი;
გ) შედეგების გამოცხადება: 11 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტს
(ი. ჭავჭავაძის გამზ 5ა, ყოფილი "ლეჩკომბინატის" შენობის უკან ).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
 ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება!

განცხადების ფორმა
Print

« იხ. ყველა სიახლე