ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-21

მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლების პროგრამაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე (იხ.რექტორის ბრძანება)


1.1. დერმატოლოგია–ვენეროლოგია – 1 ადგილი საექიმო სპეციალობის მაძიებლისთვის;
1.2. ალერგოლოგია იმუნოლოგია – 1 ადგილი საექიმო სპეციალობის მაძიებლისთვის;
1.3. რეპროდუქტოლოგია – 1 ადგილი რეზიდენტისთვის;   1 ადგილი  საექიმო სპეციალობის მაძიებლისთვის; 2 ადგილი მომიჯნავე  სპეციალობებისათვის  გადამზადების კურსის ფარგლებში;
1.4. ოფთალმოლოგია – 1 ადგილი რეზიდენტისთვის;
1.5. ოტორინოლარინგოლოგია -  3 ადგილი რეზიდენტისთვის; 1 ადგილი სპეციალობის მაძიებლისათვის;
1.6. ინფექციური სნეულებები -  3 ადგილი რეზიდენტისთვის; 
1.7. ენდოკრინოლოგია -  2 ადგილი რეზიდენტისთვის;
1.8. თერაპიული სტომატოლოგია – 5 ადგილი რეზიდენტისთვის;
1.9. ორთოპედიული სტომატოლოგია -  5 ადგილი რეზიდენტისთვის;



საბუთების მიღება - 21-28 სექტემბერი;
გასაუბრება - 29 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება - 30 სექტემბერი


კონკურსში
მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები :

) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ ( თანდართული ფორმის მიხედვით );
) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან / და შესაბამისი ცნობა ( დედანი );
) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი ( დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი );
) ავტობიოგრაფია (CV);
) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

არასრულად
წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება !

დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში: ჭიაურელის ქ. 2, მე-3 სართული
Print

« იხ. ყველა სიახლე