ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-04-22

შიდასაფაკულტეტო სამეცნიერო გრანტების კონკურსი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით

თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივ ბრძანებით (№:22/04   – 2014-12-30) „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ განსაზღვრული წესების შესაბამისად,

თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო ადგენს:

1.       გამოცხადდეს თსუ მედიცინის ფაკულტეტზე შიდასაფაკულტეტო სამეცნიერო გრანტების კონკურსი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინისა და   საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით;

2.       დამტკიცდეს სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჩატარების წესი (დანართი #1);

3.       დამტკიცდეს სამეცნიერო გრანტების კონკურსში პროექტის წარმდგენი პირების ერთობლივი განცხადების ფორმა (დანართი #2);

4.       დამტკიცდეს სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარსადგენი საპროექტო წინადადებების ფორმა (დანართი #3);

5.       დამტკიცდეს სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმის ფორმა (დანართი #4);

6.       დამტკიცდეს სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმები (დანართი N 5 და დანართი N6);

7.       კონკურსში პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 11 მაისი.

8.       საკონკურსო პროექტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ფაკულტეტის ადმინისტრაციაში ნინო გვაზავასთან (თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის კორპუსის მე-3 სართული; მისამართი: ჭიაურელის ქ. #2).

Print

« იხ. ყველა სიახლე