2017-05-31

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2017 ქლის ოქტომბრის თვეში გამოცხადებს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე სამედიცინო პერსონალის მიღებას

გაცნობებთ , რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2017 ქლის ოქტომბრის თვეში გამოცხადებს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე სამედიცინო პერსონალის მიღებას . სასურველია , რომ კურსზე მოზიდულ იქნან ახალგაზრდა დიპლომირებული მედიკოსები და რეზიდენტები .

მიმდინარე წლის 2 ივნისს 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   ადმინისტრაციული კორპუსის I სართულზე გამიმართება თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის და სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის   ხელმძღვანელების გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებთან და რეზიდენტებთან .
Print

« იხ. ყველა სიახლე