ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-28

დნმ-ის დღეები, ესეების კონკურსი 2016

დნმ–ის დღესთან დაკავშირებით (25 აპრილი), თსსუ–ის მოლეკულური და ამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება ატარებს ესეების კონკურსს სამედიცინო და ბიოლოგიური პროფილის  სტუდენტებისათვის. 

2016 წლის საკონკურსო საკითხია: "აირჩიეთ დღეისათვის ხელმისაწვდომი გენეტიკური ტესტირების მეთოდი ისეთი დაავადებისთვის, რომლის სიმპტომები არ ვლინდება ზრდასრულ ასაკამდე (მაგ., როგორიცაა ძუძუს კიბოს მემკვიდრული ფორმა). აღწერეთ ტესტირების მეთოდი და მისი შედეგების სარწმუნოობა. შემდეგ დაასაბუთეთ ან უარყავით ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების (ESHG) მიერ მოწოდებული რეკომენდაცია „ასიმპტომური მოზარდების გენეტიკური ტესტირების შესახებ“.

წესები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულში.


Print

« იხ. ყველა სიახლე