ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-21

ტრენინგები დასაქმების ფორუმისათვის

გაცნობებთ, რომ თსუ-ში იმართება დასაქმების ფორუმი.ფორუმში მონაწილეობას იღებს 40 კერძო კომპანია (საბანკო და სადაზღვევო სფერო, ტურიზმი და მომსახურება, ფარმაცევტული და სამედიცინო სფერო, იურიდიული, ფინანსური მომასახურება, კვლევითი კომპანიები, საგამომცემლო სფერო და სხვა) და 15 საჯარო დამსაქმებელი (სამინისტროები და მათდამი დაქვემდებარებული სსიპ-ები).

ფორუმის წინა 2 კვირის მანძილზე ყოველ დღე ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა ფაკულტეტზე, რათა სტუდენტები მაქსიმალურად მოვამზადოთ ღონისძიებისთვის (ტრენინგებზე განვიხილავთ სივისა და სააპლიკაციო დოკუმენტების მომზადებას და დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკასა და სპეციფიკას).

მედიცინის ფაკულტეტზე დაგეგმილია ორი ტრენინგის ჩატარება.

23 მარტს 11:00 საათზე ტრენინგი ჩატარდება 411 აუდიტორიაში, მორფოლოგიის ინსტიტუტი, ბელიაშვილის 78
Print

« იხ. ყველა სიახლე