2017-06-27

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2017-06-13
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით (ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები
(ბრძ. №110/01-01, 08.06.2017)

•მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 29 აგვისტო - 4 სექტემბერი;
•გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  6 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7  სექტემბერი
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  8 - 12 სექტემბერი
•აპელაციის შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი
•გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 8 სექტემბერი
•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი
•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 - 14  სექტემბერი
•აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16  სექტემბერი
•გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი
•ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  18 - 20 სექტემბერი
•საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 სექტემბერი
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

•განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2016 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი № 303, ტელ.: (+995 32) 2 30 40 70

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208 (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი); ტელ.: (+995 32) 2 22 11 01-226

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, II სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 17 35

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი №101 (რესურსცენტრი 1), ტელ.: (+995 32) 2 30 01 34, 2 30 36 71

იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი №117; ტელ.: (+995 32) 2 29 08 41.

მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი №1 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 91 31 25

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 22 44 69;
Print

« იხ. ყველა სიახლე