,,პროგრამის,, სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს ” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან / და დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე საახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2015 წლის 24 ნოემბრის №: 214 / 01-04 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი (იხ: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 24 ნოემბრის
დანართი 1 )
აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 49 სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თსუ–ში წინა სემესტრში მიღებული ქულების შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე . ასევე, დაფინანსება გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომელთაც წინა კალენდარულ სემესტრში შეჩერებული ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანამანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია :
1) პირადი განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადების ფორმა.
2) პირადობის მოწმობის ასლი ;
3) წინა სემესტრის განმავლობაში (2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 31 ივლისამდე) საქართველოში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის / გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი /დოკუმენტები ( დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა ), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
4) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის /ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 31 ივლისამდე) , რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით ;
5) იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა კალენდარულ სემესტრში სტუდენტის სტატუსი ჰქონდათ შეჩერებული უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანამანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე , უნდა წარმოადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
6 ) ,, საქართველოს ბანკის “ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი .
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით (10 – დან 17 საათამდე , შესვენება 13-დან 14 საათამდე ), მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი : თბილისი , ჭიაურელის ქ. №2, ოთახი №5.
გისურვებთ წარმატებებს!