2018-02-01

შიდა მობილობით მედიცინის ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

მედიცინის ფაკულტეტი 2018 წლის თებერვალში აცხადებს   შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის   01.22.2018  წლის N16/01-01 ბრძანების თანახმად:
1. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 5 თებერვლიდან 12 თებერვლის  ჩათვლით.

2.  შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2018 წლის 
13 თებერვალს.

3. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2018 წლის 14 თებერვლიდან 19 თებერვლის  ჩათვლით.

4. საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - განხორციელდება 2018 წლის 20-21 თებერვალი.

5. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2018 წლის 23 თებერვალს.
 
იხილეთ ბმული:


მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
http://sms.tsu.ge


  დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე