2013-07-04

სამუშაო შეხვედრა რომში

 2013 წლის 3-8 ივნისს რომში გაიმართა TEMPUS- ის    პროექტის   516664-TEMPUS-1-2011-1-UK- TEMPUS-JPC   “სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” (MUMEENA) მონაწილე უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა.

თსუ მედიცინის ფაკულტეტიდან რომში გამართულ სემინარებსა და შეხვედრებს ესწრებოდნენ: თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფ. ა. ცისკარიძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფ. ნინო ჩიხლაძე და ასოცირებული პროფ. ნატა ყაზახაშვილი.

3-8 ივნისს რომში პროექტის მონაწილეებს მასპინძლობა გაუწია  უნივერსიტეტმა ,Università Cattolica del Sacro Cuore.  რომის კათოლიკურ  უნივერსიტეტში გამართული  სამუშაო შეხვედრა ძირითადად დიპლომამდელ ეტაპზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების სწავლებას მიეძღვნა, ამავე პერიოდში ჩატარდა პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რომლის წევრები თსუ მედიცინის ფაკუტეტიდან არიან პროფესორები ა. ცისკარიძე და ნ. ჩიხლაძე.

 აღსანიშნავია, რომ სემინარების ორგანიზატორებმა, მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად    სამუშაო შეხვედრების თემატიკა დაგეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური პრობლემებისა იმ გამოწვევების შესაბამისად, რომლის წინაშეც მსოფლიოს მრავალი ქვეყანის მოსახლეობა დგას.

რომის კათოლიკურ უნივერსიტეტში პროექტის მონაწილეები გულთბილად მიიღო პროფესორ მა ფედერიკა   ვოლფ მა, პროექტის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებული მუშაობა უსურვა  რომის კათოლიკური უნივერსიტეტის მედიცინისა და ქირურგიის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. როკო ბელანტონიმ;

მისალმების შემდეგ პროექტის MUMEENA-ს მონაწილეებს თავისი   გამოცდილება გაუზიარა პროფ. ვალტერ რიკარდიმ (რომის კათოლიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი). მან კოლეგებს გააცნო სწავლების მოდერნიზებული პროგრამა დიპლომამდელ ეტაპაზე სწავლებისთვის.

პროექტის მონაწილეთა წინაშე მეტად საინტერესო მოხსენებით წარსდგა  პროფ. ტრუდი   რობერტსი   ( TEMPUS- ის    პროექტი ს კოორდინატორი,   სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, ლიდსის უნივერსიტეტი , დიდი ბრიტანეთი ) მან ისაუბრა 21-ე საუკუნის მედიკოსების უნარ-ჩვევებზე, იმაზე თუ რა უნდა იცოდნენ მათ, ასევე  რას და როგორ ასწავლიან მომავალ მდიკოსებს  პედაგოგები.

სპეციალური სემინარი მიეძღვნა დაავადებების განვითარების თვალსაზრისით მაღალი რისკის ჯგუფების განსაზღვრას და რისკების მართვის საკითხებს.  სემინარს უძღვებოდა რომის ჰიგიენისა და პრევენციული მედიცინის ინსტიტუტის პროფესორი სტეფანია ბოჩი, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: „პრედიქტიული მედიცინა, გენომი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“. მომხსენებელი შეეხო აღნიშნული საკითხის სწავლების სირთულეებს და თავისებურებებს დიპლომამდელ ეტაპზე და ასევე, მსმენელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება.

ვრცელი სემინარი მიეძღვნა ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების მნიშვნელობას და მის სწავლებას დიპლომამდელ ეტაპზე. სემინარს უძღვებოდა დოქტორი ჩიარა დი ვორე რომის ჰიგიენისა და პრევენციული მედიცინის ინსტიტუტიდან. აღნიშნული საკითხის სწავლების შესაძლებლობამ დიპლომამდელ ეტაპზე ცხოველი დებატები და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დამსწრე პროფესორ-მასწავლებელთა შორის. მომხსენებელმა აუწყა მსმენელებს  იმ სირთულეების თაობაზე, რომელიც თან ახლავს აღნიშნული საკითხის სასწავლო პროგრამის შექმნას და თვით სწავლების პროცესს. 

თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემის გარემოს ჯანმრთელობის საკითხების სწავლებას მიეძღვნა ლექცია, რომელიც წაიკითხა რომის ჰიგიენისა და პრევენციული მედიცინის ინსტიტუტის პროფესორმა უმბერტო მოსკატომ.

პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნა მომავალი სამოქმედო გეგმა და შემდგომი დაფინანსების საკითხები , დაიგეგმა მომავალში ახალი პროექტის შემუშავება , რომელიც იქნება მიმდინარე პროექტის ლოგიკური გაგრძელება .

  სამუშაო შეხვედრა შეაჯამეს მასპინძელი უნივერსიტეტის და ტემპუსის პროექტის კოორდინატორი და პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. დასკვნით შეხვედრას ესწრებოდნენ:     ფედერიკა ვოლფ ი ( რომის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი , იტალია ); ფრანჩესკა პასტა მ ( USCSC საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი , მობილობა და ინტერნაციონალიზაცია , საკრო კუორეს კათოლიკური უნივერსიტეტი , იტალია ); ანი მარია რეიდი ( სამედიცინო განათლების ინსტიტუტის პროფესორი , ლიდსის უნივერსიტეტი , დიდი ბრიტანეთი ); ელენ   ბროკ ი  ( ლიდსის სამედიცინო განათლების ინსტიტუტი , მედიცინის სკოლა , ლიდსის უნივერსიტეტი , ბიზნეს მენეჯერი , დიდი   ბრიტანეთი ); აგრეთვე , საქართველოს, აზერბაიჯანის და უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები .

დასასრულს,  კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობა შეფასებულ იქნა თითოეული მონაწილის მიერ წერილობითი ფორმით.
Print

« იხ. ყველა სიახლე