ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-04-27

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური სერვისები - განათლებიდან პრაქატიკამდე“/International Conference “Public Health and Social Services: Education and Practice”

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ტემპუსის პროექტ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების სამაგისტრო პროგრამა“ ფარგლებში 27 ივნისს, 2012 წელს, ვერე პალასის დარბაზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური სერვისები - განათლებიდან პრაქატიკამდე“.  კონფერენცია არის უნიკალური შესაძლებლობა, სადაც ლიდერები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკის შემქმნელები და კლინიცისტები განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიმართულებით არსებულ პრობლემებს, აქტუალურ საკითხებს და გაუზიარებენ გამოცდილებას.

დაწყებულია აბსტრაქტების წარმოდგენა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტისათვის და გაგრძელდება 18 მაისი, 2012 წლის 12 საათამდე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://conference.ug.edu.ge

21 მაისიდან სამეცნიერო კომიტეტი, პროფ. ოთარ ვასაძის თავმჯდომარეობით შეაფასებს წარდგენილ აბსტრაქტებს. პოტენციური გამომსვლელებისათვის გადაწყვეტილება თემის მიღება/არმიღების შესახებ დაგზავნილ იქნება 2 ივნისამდე, 2012წ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
-საქართველოს უნივერსიტეტი
-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-ტემპუსის ეროვნული ოფისი (საქართველო)
-დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი


We are pleased to announce that the TEMPUS Project “Master Programes in Public Health and Social Services” conference themed “Public Health and Social Services: Education and Practice”  will be held in Tbilisi, Georgia on June 27, 2012 in Vera palace Hotel Conference Hall. The conference is the forum in which leaders, academics, policy makers and clinicians will share their experiences and best practices in public health and social services.
 
Abstract submission is now starts and will stay open until 18 May 2012, midnight CET. For detail information please, visit http://conference.ug.edu.ge

After May 21, the International Scientific Committee, chaired by Prof. Otar Vasadze, will score all the abstracts. The decision on acceptance or rejection of your abstract should be send you by 2 June 2012.

Conference is organized in partnership with:
-University of Georgia
-Ivane Javakhishvili Tbilisi State University
-National TEMPUS Office Georgia
-National Center for Disease Control and Public Health

Print

« იხ. ყველა სიახლე