ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-05-18

სამუშაო შეხვედრა დიდ ბრიტანეთში

სამუშაო შეხვედრა  დიდ ბრიტანეთში
Working visit in UK

2011 წლის 8 მაისიდან  14  მაისის ჩათვლით სამუშაო შეხვედრა შედგა ლანკასტერში (დიდი ბრიტანეთი). შეხვედრას უმასპინძლა კუმბრიის უნივერსიტეტმა.

თსუ მედიცინის ფაკულტეტიდან  სამუშაო ვიზიტში  მონაწილეობა მიიღეს: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოცირებულმა პროფესორებმა ნინო ჩიხლაძემ, ნატა ყაზახაშვილმა, ლაშა ლორიამ და დოქტორანტმა ნატო ფიცხელაურმა. 

Within the project frame, Academic staff of Department of Public Health, Associate Professor Nino Chikhladze (Project Manager),   Associate Professor Nata Khazakhashvili, Associate Professor Lasha Loria and PhD student Nato Pitskhelauri had working visit in Cumbria University, Lancaster (UK)   during May 8- May 14.





შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებიდან: კუმბრიის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ბაიბის-ბოლიაის სოციალური კვლევის უნივერსიტეტი (რუმინეთი), ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი  KTH (შვედეთი), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი), კიშინოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფო სამედიცინო დაფარმაცევტული უნივერსიტეტი (მოლდავეთი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და   საქართველოს  უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა (საქართველო).

Participants: representatives from consortia member universities-the University of Cumbria (United Kingdom), Babes-Bolyai Institute for Social Research of Cluj-Napoca (Romania), Royal Institute of Technology –KTH (Sweden), Yerevan State University and Yerevan State Medical University (Armenia), Moldova State University and State Medical and Pharmaceutical University “Nicolae Testemitanu” (Moldova), Tbilisi State University Faculty of Medicine and University of Georgia, School of Public Health (Georgia).



ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა: პროექტის სტრუქტურა და მენეჯმენტი, კურიკულუმის განვითარება,სწავლების, სწავლის და შეფასების სტრატეგიები ახალი სამაგისტრო პროგრამისათვის, ვლევის ეთიკა და კანონმდებლობა უმაღლესი განათლების სისტემის კონტექსტში.

Purpose of the visit was discussion about structure and management of project, curriculum development, related opportunities and challenges, teaching, learning and assessment strategies, research ethics and legislation in a higher education context.



პროექტის წევრებმა მიიღეს თანამედროვე სასწავლო აღჭურვილობა (ლეპტოპები, ფოტო და ვიდეო კამერები).დასახელებული ტექნიკის გამოყენების დემონსტრაციის მიზნით ჩატარდა სპეციალური ტრენინგი.პროფესორმა ვინსენტ ობრაიანმა თავისი მოხსენება მიუძღვნა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს სასწავლო პროცესში.

Project members from EU partner countries received advanced teaching and learning equipment (notebooks, camcorders and digital cameras). Training about using them during the study process was held. Prof. Vincent O’Brien presented Digital Portfolio and took special attention to the advanced technique methods and opportunities.



სამუშაო კვირის განმავლობაში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი:  ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურები: მიდგომები დახელოვნებისა და განვითარებისათვის.

საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ:  წარმომადგენლები ლონდონის სამეფო კოლეჯიდან, შვედეთის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, კუმბრიის მულტიკულტურული ქალთა ქსელიდან. წარმოდგენილი მოხსენებების თემები  ეხებოდა სამუშაო ძალის განვითარებას და სოციალურ სამუშაოს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას დისტანციური სწავლების პროცესში, თემში მულტიკულტურულ სამუშაოს და სხვ.

During the working week, the International Symposium “approaches to Training and Development for Public Health and Social Services” was held in Carlisle.

Participants:  Jo Moriarty (Kings College, London) -presentation  “Workforce Development and Social Work”, Anders Ambren (Kungliga Tekniska Högskolan, Sweden) -presentation “ICT and Digital Media for Education and Distance Learning”, Jo Ann Saltiga (Cumbria Multi Cultural Women’s Nerwork) - presentation “Multicultural Work with Communities” and others.
In the second half day groups spreads in different workshops with moderators Gonzalo Araoz (UoC) and Paul Harvey (UoC) to discussed issues such as Everyday Life, Culture, Health and Well Being and Working with Communities: International Perspectives.




სამუშაო კვირის განმავლობაში მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერიტეტის ბიბლიოთეკა და სხვადასხვა დეპარტამენტები.

During working week participants had visited university’s, library, classrooms and different departments. At the end of the workshop an action plan for further activities was designed and the details for a next meeting in Sweden were agreed.

შეხვედრის პროგრამა/AGENDA


Print

« იხ. ყველა სიახლე