თსუ მედიცინის ფაკულტეტზე TEMPUS-ის კიდევ ერთი ახალი პროექტი “სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” ამოქმედდა.
პროექტის ძირითადი მიზანია ევროპული სტანდარტების შესაბამისი დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ახალი მოდელის შემუშავება და დანერგვა ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებში (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი). ახალი მოდელის პილოტირება დაიწყება საქართველოში, ხოლო შემდეგ გავრცელდება უკრაინის და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტი ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის გადამზადების ცენტრის შექმნას, უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორების, ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში სტაჟირებას, სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიის ინტენსიურ სწავლებას, ახალი სახელმძღვანელოების შექმნასა და გამოცემას.
პროექტს კოორნიდაციას უწევს ლიდსის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთიდან. პროექტში ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტთან ერთად ჩართულები არიან შემდეგი უნივერსიტეტები: უტრეხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი), რომის კათოლიკური უნივერსიტეტი (იტალია) და უნივერსიტეტები ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველო), ბოჰომოლეცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი და ივანო-ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა), აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი და ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი). პროექტში აგრეთვე მონაწილეობს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ექიმთა ლიცენზირების ცენტრი.
პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის წევრები არიან:
ალექსანდრე ცისკარიძე- მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, თსუ, საქართველო.
ნინო ჩიხლაძე - მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, თსუ, საქართველო.
გაიანე სიმონია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო.
მაია ოკუჯავა -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო.
რიმა ბერიაშვილი – რექტორის მოადგილე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტი, საქართველო.
ტრუდი რობერტსი – სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, ლიდსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი.
ოლე ტენ კატე – უტრეხტის სამედიცინო აკადემიური ცენტრის სამედიცინო განათლების და სამეცნიერო კვლევის ცენტრის დირექტორი, ნიდერლანდები
ხოსე პეინადო – გრანადის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანი, ესპანეთი.
ფედერიკა ვოლფი – რომის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, იტალია.
ანი მარია რეიდი - სამედიცინო განათლების ინსტიტუტის პროფესორი, ლიდსის
უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი.
ელენ ბროკი - ლიდსის სამედიცინო განათლების ინსტიტუტი, მედიცინის სკოლა, ლიდსის უნივერსიტეტი, ბიზნეს მენეჯერი, დიდი ბრიტანეთი.
რიჩარდ ფულერი – MBChB–ს დირექტორი, მედიცინის სკოლა, ლიდსის უნივერსიტეტი და ხანდაზმულთა მედიცინის კონსულტანტი, ლიდსის სასწავლო ჰოსპიტალი “NHS Trust”. დიდი ბრიტანეთი.
მარიო ვინენ მეიერი – ხარისხის უზრუნველყოფის / და საგანმანათლებლო კვლევის კოორდინატორი, განათლების კვლევისა და განვითარების ცენტრი, უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, ნიდერლანდები.
ფრანჩესკა პასტა – USCSC საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი, მობილობა და ინტერნაციონალიზაცია, საკრო კუორეს კათოლიკური უნივერსიტეტი, იტალია.
აგრეთვე აზერბაიჯანის და უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
პროექტის “სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” გახსნითი კონფერენცია ჩატარდა თბილისში 30 იანვარი-1 თებერვალს.