ა(ა)იპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან(ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატების შერჩევის წესი
1. თსუ–ის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე (შემდგომში – ფაკულტეტი) საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სწავლის საფასურის სემესტრულ დაფინანსებას ფაკულტეტის სტუდენტთა აკადემიური შედეგების გათვალისწინებით, მათი შერჩევის საფუძველზე.
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის შესარჩევ მაგისტრატურის სტუდენტთა შეფასება ხდება სტუდენტის წინა სემესტრის GPA-ს საფუძველზე. კერძოდ, დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას იღებს წინა სემესტრში არანაკლებ 3.33 GPA-ს მქონე სტუდენტი, რომელსაც იმავე სემესტრში დაგროვილი აქვს არანაკლებ 30 კრედიტი.
3. მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტების შეფასება ხდება უნივერსიტეტის მიერ სამაგისტრო პროგრამაზე დაწესებულ მისაღებ გამოცდაზე, გასაუბრებაზე და გამოცდა-გასაუბრებაზე, სტუდენტის მიერ კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე შესაბამის სპეციალობაში მიღებული ქულების (არანაკლებ 81 ქულა) საფუძველზე.
(ა) სტუდენტებს, რომლებსაც სპეციალობაში მიღებული ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ, დაფინანსდებიან თანხის თანაბარი რაოდენობით.
4. ფაკულტეტისათვის გამოყოფილი საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებს შორის თანხის ოდენობებს ანაწილებს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსების თაობაზე.
5. მაგისტრატურის სტუდენტების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა, ამ წესის მე–6 პუნქტის გათვალისწინებით, ნაწილდება ფაკულტეტის ორ დეპარტამენტზე - ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტებზე, გრანტის არმქონე სტუდენტების რაოდენობის პროპორციულად.
6. მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა განისაზღვრება მაგისტრატურის საფეხურისთვის გამოყოფილი საერთო თანხის 25%–მდე ოდენობით.
7. მაგისტრატურის სტუდენტთა სწავლის საფასურის სემესტრული დაფინანსება ითვალისწინებს სემესტრული გადასახადის 1/3, 1/2, ან 2/3–ის ოდენობით დაფინანსებას. გადაწყვეტილებას ამ პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობებიდან კონკრეტულ სტუდენტზე ერთ–ერთის გამოყენების თაობაზე იღებს შესაბამისი დეპარტამენტი.
7.1. დეპარტამენტის ფარგლებში დაფინანსების კონკურსში მონაწილე მაგისტრატურის ყველა სტუდენტის 1/3-ით, 1/2-ით ან 2/3-ით დაფინანსების შემდეგ დეპარტამენტისთვის განკუთვნილი თანხის სრულად ვერ გახარჯვის შემთხვევაში დარჩენილი თანხა გადანაწილდება დეპარტამენტის ამ სტუდენტთა სწავლის საფასურის 100%-მდე შესავსებად, სტუდენტთა რეიტინგის შესაბამისად (პირველად დაფინანსდება წინა სემესტრში საუკეთესო GPA-ს მქონე სტუდენტი, შემდეგ მეორე საუკეთესო GPA-ს მქონე სტუდენტი და ა.შ. თანხის ამოწურვამდე).
7.2. ამ წესის მე-7 და მე-71 პუნქტებით გათვალისწინებული წესით, დეპარტამენტის მიერ სტუდენტების დაფინანსებაზე თანხის განაწილების შემდეგ თანხის დარჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტში დარჩენილი ნაშთი აკუმულირდება ფაკულტეტზე და გამოიყენება ფაკულტეტის მასშტაბით საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის 100%-მდე შესავსებად (პირველად 100%-მდე დაფინანსება შეევსება წინა სემესტრში საუკეთესო GPA-ს მქონე სტუდენტს, შემდეგ - მეორე საუკეთესო GPA-ს მქონე სტუდენტს და ა.შ. თანხის ამოწურვამდე).
8. ამ წესში გათვალისწინებული მიზნებისთვის რეიტინგების დადგენის დროს თუ ორ, ან მეტ სტუდენტს თანაბარი აქვთ GPA, ამ სტუდენტებს შორის რეიტინგი დადგინდება შემდეგი კრიტერიუმებით:
(ა) წინა სემესტრის სასწავლო კურსებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული
(ბ) წინა სემესტრების - ჯამური GPA
(გ) წინა სასწავლო სემესტრებში გავლილ სასწავლო კურსებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული
(დ) რეიტინგის შედგენისას, ამ მუხლის ა, ბ და გ პუნქტების გათვალისწინების შემდეგ დარჩენილი დასაფინანსებელი, თანაბარი ქულების მქონე სტუდენტები დაფინანსდნენ თანხის თანაბარი ოდენობით.
9. საუნივერსიტეტო დაფინანსების შერჩეულ კანდიდატთა სიაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის ფლობის დადასტურების შემთხვევაში, საუნივერსიტეტო დაფინანსება გადადის იმავე დეპარტამენტის, რეიტინგით მომდევნო სტუდენტზე. შესაბამისად, ამ უკანასკნელს მის მიერ გადახდილი სწავლის საფასური უბრუნდება, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოცულობის შესაბამისად.
10. ამ წესის გათვალისწინებით,დეპარტამენტისათვის განკუთვნილი თანხიდან სტუდენტების გარკვეული ნაწილის დაფინანსების შემდეგ დარჩენილი ნაშთი, რომელიც უფრო მცირეა ვიდრე 1/3 ,1/2 ან 2/3, გამოყენებული იქნება რეიტინგით მომდევნო სტუდენტის დასაფინანსებლად.