2016-10-12

იზაბელა პეტრიაშვილი და მარინე გოგნელაშვილი:მოხსენება ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტებში ვიზიტის შესახებ


17 ოქტომბერს, ორშაბათს, 15:00 საათზე

თსუ III კორპუსის #304 აუდიტორიაში

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის  პედაგოგიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი და პროფესორის ასისტენტი, დოქტორანტი მარინე გოგნელაშვილი წარმოადგენენ ანგარიშს 2016წ 24–30 სექტემბერს ესტონეთში ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტებში ვიზიტის შესახებ, რომელიც განხორციელდა UNICEF –ისა და ესტონეთის ფონდის INNOVE–ს ხელშეწყობითა და დაფინანსებით.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
  • ესტონეთის განათლების სისტემა;
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საუკეთესო პრაქტიკები;
  • მასწავლებელთა სასწავლო პრაქტიკის ორგანიზება და მენეჯმენტი;
  • თანამედროვე მასწავლებლის მომზადების პრინციპები; ესტონეთის უნივერსიტეტებში;
  • ლექტორების პროფესიული განვითარება.
Print

« იხ. ყველა სიახლე