2020-02-06

სამეცნიერო კონფერენცია ფსიქოლოგიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო კონფერენცია გადაიდო გაურკვეველი ვადით. როდესაც კონფერენციის ჩატარება შესაძლებელი იქნება, ახალი თარიღის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება ელექტრონულად  (თსუ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე , თსუ-ის ფეისბუქგვერდზე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფეისბუქგვერდზე , სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების ფეისბუქგვერდზე).

მათთვის, ვინც აბსტრაქტების გამოგზავნა ვერ მოასწრო, მიღების ვადა გადაიწევს აპრილის ბოლომდე.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

სამეცნიერო კონფერენცია 

ფსიქოლოგიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად  

 

 

ეძღვნება ფსიქოლოგ დალი ფარჯანაძის 80 წლის იუბილეს 

 

კონფერენციის შესახებ

უკვე მეორე წელია საქართველოში ფსიქოლოგიის დღე აღინიშნება სამეცნიერო კონფერენციით, რომელიც იმართება თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 

 

კონფერენციის მიზანია ფსიქოლოგებსა და სხვა ქცევით მეცნიერ-მკვლევართა შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება.

 

 

სამუშაო ენა

ქართული

 

მონაწილეები

პროფესორები; მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები პროფესორებთან ერთად

 

საკონფერენციო მასალების მიღება

მოხსენების  სათაური, აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები  ქართულ და ინგლისურ ენებზე.

სიტყვების რაოდენობა: 300-350 

 

შერჩეული აბსტრაქტები გამოქვეყნდება ელექტრონული ბროშურის სახით, რომელსაც მოამზადებს თსუ გამომცემლობა. 

კონფერენციის მონაწილეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა მოხსენების ტექსტი წარმოადგინონ სტატიის სახით  „ქართულ ფსიქოლოგიურ ჟურნალში“ გამოსაქვეყნებლად. წარდგენილი განაცხადებებიდან გამოსაქვეყნებლად შეირჩევა 10 სტატია. 

 

სარეგისტრაციო ფორმა კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის მოცემულია ბმულზე

მნიშვნელოვანი თარიღები

აბსტრაქტების წარდგენის ბოლო დღე: 28 აპრილი

აბსტრაქტების პანელში ჩართვის დამადასტურებელი შეტყობინების გაგზავნის თარიღი: 30 აპრილი

 

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი

თსუ, III  კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #11; 0179, თბილისი, საქართველო

 

საკონტაქტო პირები

მაია ჯინჭარაძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური სპეციალისტი; maia.jintcharadze@tsu.ge

სალომე ჩიტიშვილი, დეკანის თანაშემწე;  salome.chitishvili@tsu.ge

 

ორგანიზატორები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს პოზიტიური ფსიქოლოგიის ასოციაცია

ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე