გაცნობებთ, რომ
ERASMUS+ პროგრამის გამარჯვებულ პროექტებს შორისაა ახალი პროექტი -
DITECH.
პროექტის სახელწოდება:
ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში (DITECH). 618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP
// Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at
Georgian HEIs – DITECH. 618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP
საგრანტო დაფინანსება:
565.554,00 ევრო
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
36 თვე (3 წელი)
საგრანტო პროექტის მოკლე
აღწერა:
პროექტის ფართო მიზანია
უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უსდ-ებში ტექნოლოგიით გაძლიერებული
სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით. პროექტი მიზნად ისახავს ახალი ინოვაციური
პროგრამების შექმნასა და ტრენინგებს აკადმიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და
უნარების გასაუმჯობესებლად, ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაციას , მათ შორის
ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
-
ახალი ონლაინ/შერეული
კურსების შექმნა საქართველოს უსდ-ების საბაკალავრო და სამაგისგტრო პროგრამებისთვის;
-
საქართველოს უსდ-ების
პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითრებისა და
ონლაინ ინსტრუქტორების მოსამზადებელი
კურსების/ტრენინგ მოდულების შემუშავება; ტრენინგების
ჩატარება ონლაინ და/ან შერეული ფორმით;
-
საქართველოს უსდ-ებისთვის
საერთო პლატფორმის შექმნა ონლაინ სწავლება-სწავლისთვის;
-
საუკეთესო პრაქტიკის დისემინაცია
ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე ონლაინ პლატფორმის, მოქმედი მასწავლებლების ტრენინგებისა
და ეროვნული კონფერენციის საშუალებით.
ძირითდ სამიზნე ჯგუფებს
წარმოადგენენ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები.
პროექტის მონაწილე საქართველოს უნივერსიტეტებისთვის უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიებით
გაძლიერებული სწავლება-სწავლის და ინოვაციური სტრატეგიების განვითარება და დანერგვა
უმაღლესი განათლების ინსტიტუციური განვითარებისთვის,
ციფრულ გარემოში სწავლა-სწავლებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად.
უნივერსიტეტის როლი და
ფუნქცია პროექტში:
თსუ, როგორც ქართული მხარის
წამყვანი პარტნიორი, განახორციელებს ყველა ტიპის აქტივობებს პროექტის ყველა ეტაპზე,
მათ შორის მის მომზადებაში, განვითარებაში, ხარისხის უზრუნველყოფაში, მენეჯმენტში და
შედეგების დისემინაციაში.
საგრანტო პროექტის მონაწილე
უნივერსიტეტები:
-
ტალინის უნივერსიტეტი
(ესტონეთი). კოორდინატორი: პროფ. სირიე ვირკუსი,
ციფრული ტექნოლოგიების სკოლის საინფორმაციო მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელი.
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსორციუმის წამყვანი პარტნიორი.
-
კოორდინატორი
თსუ-ს მხრიდან: ასოც. პროფ. იზაბელა პეტრიაშვილი,
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტი
-
ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტი
-
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
-
იაკობ გოგებაშვილის სხელობის
თელვის სახელმ წიფო უნიუვერსიტეტი
-
სოხუმის სახელმწიფო უნჯვერსიტეტი
-
ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი
-
კაუნასის ტექნოლოგიური
უნივერსიტეტი (ლიტვა)
-
კორკის საუნივერსიტეტო
კოლეჯი (ირლანდია)
-
Tallinn
University
(TU) – Applicant. Coordinator:
Prof. Sirje Virkus, Professor of Information Science, Head of the Study Area of
Information Sciences, School of Digital Technologies, Tallinn University.
sirje.virkus@tlu.ee
-
Ivane Javakhishvili
Tbilisi State University (TSU), the leading GE partner in the consortium
-
Ilia State
University (ISU)
-
Samtskhe-Javakheti
State University (SJSU)
-
Iakob Gogebashvili
Telavi State University
-
Sokhumi State
University
-
Batumi Shota
Rustaveli State University
-
Akaki Tsereteli
State University
-
National Center for
Teacher Professional Development (NCTPD)
-
Kaunas University of
Technology (KTU) – Lietuva
-
University College
Cork (UCC)