2016-10-27

კონკურსი დოქტორანტურაში სწავლისთვის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად


თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა კონკურსი  საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის #126/01-01 (29.07.2015) ბრძანების შესაბამისად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2016-17 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის წარადგენს 5 დოქტორანტს. 

კანდიდატებს შეარჩევს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შექმნილი კომისია

საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა: 
  • პირველსემესტრელ დოქტორანტებზე
  • დამატებითი სემესტრის დოქტორანტებზე
  • დოქტორანტებზე, რომელთაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
  • დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებულ დოქტორანტზე

კონკურსში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა დოქტორანტებმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 
  • განცხადება დეკანის სახელზე (იხ. დანართი 2)
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები, წიგნები, მონოგრაფიები და ა.შ (ქართულ ან უცხოურ ენაზე) ამონაბეჭდი შემდეგი ფორმით: ჟურნალის თავფურცელი, სარჩევი,სტატია;
  • საკონფერენციო თეზისები (ინდექსირებული  ტომსონ როიტერის,  Web of Science-ის, Scopus-ის ან Google Scholar-ის მიერ).
  • ავტობიოგრაფია(CV);
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.

საბუთების წარდგენის ვადები: 27.10.2016 – 8.11.2016  [10:00 – 17:00 საათი]


Print

« იხ. ყველა სიახლე