თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური წარმოგიდგენთ 2016 წლის გაზაფხულის კოლოკვიუმების სერიებს
2 ივნისს, 18:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 101–ე აუდიტორიაში
ფსიქოლოგი,
მაია მესტვირიშვილი წარმოადგენს 2015 წლის მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი გრანტების კონკურსში დაფინანსებული პროექტის – ემიგრაცია და დაბრუნება სამშობლოში: მიგრანტების რეინტეგრაცია, იდენტობა და ოჯახთან ადაპტაციის პრობლემები – ანგარიშს.
კვლევა მიზნად ისახავდა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ნარატივების ანალიზის საშუალებით მიგრანტების შესახებ არსებული სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებას. კერძოდ, მიგრანტების ფსიქოსოციალური ადაპტაციის შესახებ ინფორმაცის შეგროვებასა და ანალიზს. აღსანიშნავია, რომ ამ პერსპექტივით მიგრაციის შედეგების კვლევა პირველ მცდელობას წარმოადგენს საქართველოში.
კვლევის შედეგად განისაზღვრა: (1) მიგრაციის შედეგი და მისი გავლენა ოჯახის დინამიკაზე (ფსიქოსოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე); (2) დაბრუნებულ მიგრანტთა იდენტობის შესაძლო ცვლილებები და ამ ცვლილებებთან დაკავშირებული სიძნელეები; (3) აკულტურაციის სტრესის გავლენა და კარგად ყოფნის განცდის მიღწევის გზები; (4) დაბრუნებულ მიგრანტთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფიქოსოციალური ფაქტორები.
#facebookevent