2015-10-01
უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ
თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!
ერაზმუს + ისა და თსუ-ს სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველთათვის წერით ეტაპზე დარეგისტრირება იწარმოებს ელექტრონულად.
დარეგისტრირების მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ 13 ოქტომბრის 18 საათისა უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, იტალიური ან ესპანური): examcenter@tsu.ge
ტესტირება გაიმართება 2015 წლის 15 ოქტომბერს 14:30-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
გთხოვთ აუცილებლად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!
აღნიშნული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე: ერაზმუს+
« იხ. ყველა სიახლე