2015-10-06

ვორქშოპი: პოსტტრავმული სტრესის მართვა კატასტროფებსა და კრიზისულ სიტუაციებში


6-7 ოქტომბერი 2015

ვორქშოპი ფსიქოლოგებისათვის

13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ (GIDE) ლაიფციგის   და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მართავს ვორქშოპს  თემაზე: კატასტროფებსა და კრიზისულ სიტუაციებში პოსტტრავმული სტრესის მართვა.

ვორქშოპი გაიმართება 6 და 7 ოქტომბერს, 10:00-დან  16:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის ბაზაზე.  ვორქშოპს წარმართავს ლაიპციგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ინსტიტუტის წარმომადგენელი, ბ-ნ. რეშკე.   მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის შედეგად შერჩეული  მოქმედი ფსიქოლოგები და დოქტორანტები.ვორქშოპის დასრულების შემდეგ მათ გადაეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატები და საშუალება ექნებათ სამომავლოდ  დაამყარონ მჭიდრო კავშირი საერთაშორისო ორგანიზაციასთან, გახდნენ მისი წევრები. აქტიურად იმუშაონ საერთაშორისო ორგანიზაციის „განათლებისა და რეაბილიტაციის ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრის“ ქართულ წარმომადგენლობასთნ.

კოორდინატორი:
თინათინ ცერცვაძე
+995 99 25 15  10
tinatin.tsertsvadze@yahoo.com
Print

« იხ. ყველა სიახლე