2018-04-02
ვორქშოპი: სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა – ღირებულებითი განათლება
მიმდინარე წლის 4 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15:00 საათზე (აუდიტორია 311, მე–3 კორპ.) გაიმართება ვორქშოპი თემაზე "სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა – ღირებულებითი განათლება", რომელსაც გაუძღვებიან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი და ენების ცენტრის მასწავლებელი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი ინა ბარათაშვილი.
ვორქშოპი ტარდება ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS+- ის პროექტის "კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში" (CURE) სპეციალური მობილობის ფარგლებში ქალაქ ზალცბურგის პარიზ–ლოდრონის უნივერსიტეტში გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.
მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:
- „ცოდნა და ღირებულებითი განათლება“ – VaKE (Values and Knowledge Education) - პროტოტიპული მიგომა და თეორიული საფუძველი
- დილემაზე დაფუძნებული სწავლება და ღირებულებითი განათლება
- პრაქტიკული ქეისების (შემთხვევების) განხილვა და „ცოდნისა და ღირებულებითი განათლების“ (VaKE) პრაქტიკაში გამოყენება.
« იხ. ყველა სიახლე