2017-04-05
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა
3 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნიევრსიტეტის მესამე კორპუსში საჯარო დისკუსია გაიამართა. დისკუსია შეეხებოდა აუტიზმთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ნეიროფსიქოლოგებმა: თამარ გაგოშიძემ, მარიამ ხვადაგიანმა, შორენა მამუკაძემ და ანა ყარაულაშვილმა.
საუბრის ძირითადი თემები იყო: კომპიუტერული ტექნიკა და უცხოენოვანი მულტფილმების გავლენა კომუნიკაციის განვითარებაზე; აუტისტური სპექტრის აშლილობის გავრცელების მომატების მიზეზები; აუტისტური სპექტრის აშლილობის შესაფასებელი დიაგნოსტიკური სირთულეები; აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გარდატეხის ასაკისა და ზრდასრული პირების პრობლემები.
ფსიქოლოგებმა, სტუმრებთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი თემებიც განიხილეს.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გეგმავს, მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით მუდმივად ჩაატაროს მსგავსი ტიპის შეხვედრები და პროფესიონალებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად იმსჯელოს აქტუალურ საკითხებზე.
« იხ. ყველა სიახლე