2015-10-06
კონკურსი დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა კონკურსი საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის #126/01-01 (29.07.2015) ბრძანების შესაბამისად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2015-16 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის წარადგენს 5 დოქტორანტს.
კანდიდატებს შეარჩევს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შექმნილი კომისია.
საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
- დამატებითი სემესტრის დოქტორანტებზე
- დოქტორანტებზე, რომელთაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
- დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებულ დოქტორანტზე
კონკურსში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა დოქტორანტებმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება დეკანის სახელზე (იხ. დანართი 2)
- გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები, წიგნები, მონოგრაფიები და ა.შ (ქართულ ან უცხოურ ენაზე) ამონაბეჭდი შემდეგი ფორმით: ჟურნალის თავფურცელი, სარჩევი,სტატია;
- საკონფერენციო თეზისები (ინდექსირებული ტომსონ როიტერის, Web of Science-ის, Scopus-ის ან Google Scholar-ის მიერ).
საბუთების წარდგენის ვადებია: 2015 წლის 7-13 ოქტომბერი
შედეგები ცნობილი გახდება 2015 წლის 15 ოქტომბერს
იხ. ბრძანება
« იხ. ყველა სიახლე