2018-05-21

ცხადდება რეგისტრაცია ტრენინგზე - განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის

მიმდინარე წლის 25 მაისს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ტრენინგი თემაზე "განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის"

ტრენინგის ჩატარების ადგილი:  თსუ III კორპუსი, აუდიტორია 302, ჭავჭვაძის გამზ. 11–ა (შესასვლელი ატენის ქუჩიდან).
ტრენინგი ტარდება ERASMUS+–ის პროექტის CURE– კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში (Curriculum  Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel And in Georgia) ფარგლებში.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გაუღმავოს ცოდნა დემოკრატიული კულტურის და დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ, გააცნობიერებინოს სწავლა-აღზრდის როლი სამოქალაქო კომპეტენციების ფორმირების პროცესში. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები დაეუფლებიან დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების ძირითად პრინციპებს, სტრატეგიებსა და პრაქტიკულ მეთოდებს.

ტრენინგი გამიზნულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისათვის
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია
გთხოვთ, სამუშაო საათებში დაგვიკავშირდით ნომერზე 032 222 23 76, ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე dolidze.tina@gmail.com

ტრენინგს გაუძღვებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებლები, პოექტის წევრები თინათინ დოლიძე და ნინო ჩიქოვანი.
Print

« იხ. ყველა სიახლე