2016-06-22

იზაბელა პეტრიაშვილი: ლიდერობის მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენა კოლეჯის ქალ–სტუდენტებს შორის საქართველოში, საუდის არაბეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში



24 ივნისს, 17:00 საათზე, თსუ 1–ლი კორპუსის, 302-ე აუდიტორიაში,  ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე -  „ლიდერობის მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენა კოლეჯის ქალ–სტუდენტებს შორის საქართველოში, საუდის არაბეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში“ (Unveiling Leadership Commonalities and Differences among Georgian, Saudi and United States Female College Students).

მოხსენება წარმოდგენილი იყო 2016წ. 8–12 აპრილს  ვაშინგტონში ამერიკის განათლების კვლევების ასოციაციისა (AERA) და მსოფლიოს განათლების კვლევების ასოციაციის (WERA) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა განხორციელდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო სამოგაზურო გრანტის ფარგლებში.

#facebookevent
Print

« იხ. ყველა სიახლე