ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-13

ერასმუს+ისა და თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაიარეს ა/წ 15 ოქტომბერს გამართული უცხო ენის წერითი ეტაპი, შეუძლიათ გაიარონ ტესტირება ინგლისურ და გერმანულ ენებში



ერასმუს+ისა და თსუ-ს  უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაიარეს ა/წ 15 ოქტომბერს გამართული უცხო ენის წერითი ეტაპი, შეუძლიათ გაიარონ ტესტირება ინგლისურ და გერმანულ ენებში.

დარეგისტრირების მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ 16 ნოემბრის 12 საათისა თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე, თსუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი 121).  

ტესტირება გაიმართება 2015 წლის 17 ნოემბერს 14:30-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

გთხოვთ, აუცილებლად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!

შენიშვნა: ტესტირებაზე არ დაიშვებიან სტუდენტები, რომლებმაც უცხო ენის ტესტი დაწერეს  ა/წ 15 ოქტომბერს. გარდა იმ შემთხვევისა თუ სტუდენტი აირჩევს სხვა უცხო ენას.
Print

« იხ. ყველა სიახლე