2018-06-06

ვორქშოპი: ავტო/ბიოგრაფიული ნარატივი, როგორც კვლევისა და სწავლების მეთოდი


მიმდინარე წლის 13 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 16:00 საათზე (აუდიტორია 203, მე–3 კორპ.) გაიმართება ვორქშოპი თემაზე „ავტო/ბიოგრაფიული ნარატივი, როგორც კვლევისა და სწავლების მეთოდი“, რომელსაც გაუძღვებიან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი ინა ბარათაშვილი და თინათინ დოლიძე.

ვორქშოპი ტარდება  ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS+- ის პროექტის "კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში" (CURE) სპეციალური მობილობის  ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს ქალაქ კენტერბერის ქრისტეს ეკლესიის უნივერსიტეტში გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.

მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

  • ინოვაციური პედაგოგიკა -  ავტო/ბიოგრაფია და ნარატივი, როგორც კვლევის/გამოკითხვის მეთოდები აქტიური მოქალაქეობის, მდგრადობისა და დემოკრატიის მიმართ მგრძნობელობის ამაღლებისათვის.
  • რა არის რეფლექსიური და ნარატიული მგრძნობელობა;
  • ავტო/ბიოგრაფიული და ნარატიული მიდგომა პედაგოგიკაში დემოკრატიული მოქალაქეობისათვის;
  • ინტერვიუ და გამოცდილებაზე დაფუძნებული  სწავლება მოქალაქეთა ბიოგრაფიების შექმნისათვის, მათი პედაგოგიკურ ჭრილში გააზრებისა და პრაქტიკაში დანერგვისათვის. 

Print

« იხ. ყველა სიახლე