ბეჭდვა |/ დახურვა |
შ.
რუსთაველის
სახელობის
ეროვნული
სამეცნიერო
ფონდის 201
9
წლის
დოქტორანტთა
და
ახალგაზრდა
მეცნიერთა
საგრანტო
პროგრამ
ის გამარჯვებული პოზიტიური ფსიქოლოგიის სტრუქტურული სადოქტორო პროგრამის კიდევ ერთი დოქტორანტი გახდა. ამჯერად დაფინანსება ნინი აბულაძემ მოიპოვა საგრანტო პროექტით – „ოპტიმალური გამოცდილების და დამოკიდებულების ზღვარზე: აქტივობაში ჩართულობის როლი ონლაინ აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულების ფორმირებაში“ (ხლმძღვანელი ხათუნა მარწყვიშვილი, ასოც. პროფესორი).
აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმდინარე 4 სადოქტორო კვლევა შრსესფ–ს აღნიშნული პროგრამით ფინანსდება.
პოზიტიური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017 წელს დაარსდა. პოზიტიური ფსიქოლოგიაც რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
პროგრამის ფუნქციონირების პერიოდში, 2018 წელს ხელმძღვანელებისა და დოქტორანტების მონაწილეობით
IX
ევროპულ
კონფერენციაზე ორი სიმპოზიუმი გაიმართა: 1.
Post-traumatic Growth as a Positive Legacy of Trauma: The Role of Personality, Family and Religion
; 2.
Affective and Cognitive Aspects of Well-being
; ბუდაპეშტი (უნგრეთი)
.
ხოლო 2019 წელს
ფსიქოლოგიურ
მეცნიერებათა
საერთაშორისო
ყრილობაზე (
ICPS
) ერთი სამეცნიერო სიმპოზიუმი მოეწყო:
What Helps to Transform Harm into Growth: Personality and Posttraumatic Growth
, პარიზი (საფრანგეთი).
2018 წელს დაარსდა
საქართველოს
პოზიტიური
ფსიქოლოგიის
ასოციაცია - GPPA
, რომლის ეგიდითაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც ფუნდამენტურ სამეცნიერო, ისე სასწავლო და გამოყენებით კონტექსტში.
მოამზადა დიტო ჩუბინიძემ
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური