ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-29

საჯარო დისკუსია: აუტიზმი


3 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსის #201 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია, შეეხება აუტიზმთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.


ისაუბრებენ ნეიროფსიქოლოგები: თამარ გაგოშიძე , მარიამ ხვადაგიანი, შორენა მამუკაძე, ანა ყარაულაშვილი და ოკუპაციური თერაპევტი ლუსი ჯალაღონია.

სადისკუსიო საკითხები:

  1. კომპიუტერული ტექნიკა და უცხოენოვანი მულტფილმების გავლენა კომუნიკაციის განვითარებაზე
  2. აუტისტური სპექტრის აშლილობის გავრცელების მომატების მიზეზები
  3. აუტისტური სპექტრის აშლილობის შესაფასებელი დიაგნოსტიკური სირთულეები
  4. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გარდატეხის ასაკისა და ზრდასრული პირების პრობლემები

შეხვედრის დრო: 3 აპრილი 18:00 საათი.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსი, აუდიტორია #201, ილია ჭავჭავაძის გამზ. 11.

დასწრება თავისუფალია

facebookevent
Print

« იხ. ყველა სიახლე