2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა საყურადღებოდ!
წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა: 9 – 10 სექტემბერი, (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი N11; ოთახი N109; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, 9-18 სთ.)
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
• განცხადება;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
• ფოტოსურათი ¾ ორი ერთეული (ელექტრონული ვერსია СD-ზე);
• ბაკალავრის/მაგისტრის და / ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ცნობა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისთვის);
• ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე.
თსუ-ში მისაღები გამოცდის ვადები:
• გამოცდა -11 სექტემბერი, 14 სთ (თსუ, საგამოცდო ცენტრი, მის.: უნივერსიტეტის ქ.11);
• გამოცდის შედეგების გამოცხადება -14 სექტემბერი (იხილეთ, თსუ ვებგვერდზე);
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება -15 სექტემბერი; (თსუ კანცელარია, პირველი კორპუსი, ოთახი N114);
• საბოლოო შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი (იხილეთ, თსუ ვებგვერდზე);
• ხელშეკრულების გაფორმება - 17-18 სექტემბერი 9-18 სთ (თსუ, მესამე კორპუსი 110-ე ოთახი);
საკონტაქტო პირი: ქეთევან ბაქანიძე (+995 32) 225 08 84 შიდა - 3222; 3043
იხილეთ ბრძანება
« იხ. ყველა სიახლე