ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-04-15

კონფერენცია - ფსიქოლოგია საქართველოში 101 წლისაა

  თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 12 აპრილს ჩატარდა ფსიქოლოგიის დაერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

1918 წელს საქართველოში იხსნება პირველი ქართული უნივერსიტეტი და მაშინვე დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით, იხსნება ფსიქოლოგიის კათედრა.

1923 წლიდან კათედრასთან არსებობს ფსიქოლოგიის ლაბორატორია, რომლის ბაზაზე იქმნება საყოველთაოდ ცნობილი დიმიტრი უზნაზის განწყობის თეორია და საფუძველი ეყრება ე.წ. ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას.

1926 წელს თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა თაოსნობით საქართველოში არსდება ფსიქოლოგთა საზოგადოება. საქართველოში ვითარდება ფსიქოლოგიის დარგები.

 

ფსიქოლოგია საქართველოში 101 წლისაა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ფსიქოლოგიაში მეცნიერ-მკვლევართა შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სამი სესია:

 სესია 1- თეორია, კოგნიტური ფსიქოლოგია;

სესია 2 - პიროვნების და კლინიკური ფსიქოლოგია,

სესია 3- სოციალური ფსიქოლოგია.

 

Print

« იხ. ყველა სიახლე