2019-06-12

კონკურსი სტუდენტებისთვის - ,, კვლევის თანამედროვე მიდგომები განათლების დარგში “

,, კვლევის თანამედროვე მიდგომები   განათლების დარგში

ცხადდება კონკურსი თსუ-ის სტუდენტური პროექტის -  ,, კვლევის თანამედროვე მიდგომები   განათლების დარგში “ -  ფარგლებში საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შესარჩევად.

პროექტის მიზანია - თსუ-ის  განათლების მიმართულების დოქტორანტებისა და მაგისტრანტების კვლევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების  ხელშეწყობა.

პირველ ეტაპი -   2019 წლის   7-13 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების დარგში კვლევის თანამედროვე მიდგომების თემატიკაზე   დოქტორანტებისთვის სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს როის ჯეფერსონ ჯორჯი , ფილოსოფიის დოქტორი, საგანმანათლებლო ლიდერობის სფეროში.

მეორე ეტაპი -   პროექტის მონაწილე დოქტორანტები თსუ-ის ,,განათლების მეცნიერებების“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ჩაუტარებენ სემინარებს და ურთიერთსწავლების გზით გაუზიარებენ საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ის ,,განათლების მეცნიერებების“ სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.

კონკურსის წესით შეირჩევა ,,განათლების მეცნიერებების“ სადოქტორო პროგრამის 15 სტუდენტი.

პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია   მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯი.

პროექტის მონაწილეებს  სტუდენტური საცხოვრებლით უზრუნველყოფს   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

პროექტში  მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით  შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/NoeyjYTbejwugrF19

 

 


Print

« იხ. ყველა სიახლე