ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-17

სოციალური გრანტის მქონე მე-4 კურსელების საყურადღებოდ!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სოციალური გრანტის მქონე მე-4 კურსელებს საშუალებას აძლევს უფასოდ გაიარონ ცენტრის ახალი პროექტის. CERTUS -ის ერთი სრული ტესტირება და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.

Certus ერთი მხრივ კარიერული განვითარების ხელშემწყობი პროექტია, მეორე მხრივ კი მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებს პროექტის  ფარგლებში აღებული ენის სერტიფიკატის წარდგენა შეუძლიათ პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში, ენის გამოცდის ჩაბარების ნაცვლად.

დეტალური ინფორმაცია: http://naec.ge/#/ge/post/1734 ; https://online1.naec.ge/certus

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ სასურველი ტესტირება და თარიღი. მსურველების მონაცემების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი. ტესტირების არჩევა/გავლა მონაწილეებს 2018 წლის სექტემბრამდე შეეძლებათ.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური გრანტის მქონე მე-4 კურსელებმა, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ შეთავაზებაში დარეკეთ ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურ ში : 2 22 44 69

Print

« იხ. ყველა სიახლე