გამოცხადდა ესეების კონკურსი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თემაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებს. ესეები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე, ხოლო მათი გაგზავნის ბოლო ვადა
2019 წლის 5 აპრილია (ქართველმა სტუდენტებმა ესეები უნდა გაუგზავნონ ლიეტუვის საელჩოს საქართველოში).
კონკურსში სულ გამოვლინდება 6 გამარჯვებული (ერთი თითოეული წევრი სახელმწიფოდან), რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრებიან და უშუალოდ გაეცნობიან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
დამატებითი ინფორმაცია ესეების კონკურსთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია
აქ და
აქ.