2015-10-23
თეონა ლოდიას ფოტო
5-17 ოქტომბერს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა. ბრემენის უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგიისა და რეაბილიტაციის ცენტრის პროფესორებმა - ფრანც პეტერმანმა და ულრიკე პეტერმანმა თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სასწავლო-პრაქტიკული სემინარების სერია გამართეს. სემინარები შემდეგ თემებს შეეხებოდა:
-
სოციალური ფობიის დიაგნოსტიკა და თერაპია
-
დეპრესიის დიაგნოსტიკა და თერაპია
-
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოსტიკა და თერაპია
-
თერაპია აგრესიული ქცევის შემთხვევაში
თეონა ლოდიას ფოტო
პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD) და თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით.
თეონა ლოდიას ფოტო
#research&development
« იხ. ყველა სიახლე