2015-09-14

ახალი სასწავლო წლის საზეიმო გახსნა




თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ, დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ლალი სურმანიძემ, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ჭკუასელმა მიულოცეს.

ღონისძიებაზე პროფესორმა თამარ გაგოშიძემ ბაკალავრიატის წარჩინებულ სტუდენტებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაზე გამოვლინდა სტუდენტების მიერ შერჩეული 2014-2015 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგი - ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია მესტვირიშვილი.

სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ახლადჩარიცხულ ბაკალავრიატის პირველსემესტრელ სტუდენტებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 200-მდე პირველკურსელი ისწავლის.






დ. ჩუბინიძის ფოტო

Print

« იხ. ყველა სიახლე