თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს
დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანი
თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი
სასწავლო სემესტრის დაფინანსება.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის - II, III, IV,
V,VI სემესტრისდოქტორანტები.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
- პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები;
- დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები;
- დოქტორანტები, რომლებსაც არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
- დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან საგრანტო პროექტის ფარგლებში;
- დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან რომელიმე ორგანიზაციის ფონდის მიერ;
სავალდებულო დოკუმენტაცია:
დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე -
chancellery.pes@tsu.ge -
(ა/წ 05.05 – 12.05) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო – კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (დანართი 2/შევსებული ცხრილი -მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით). კოლოკვიუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმოდგენა არ არის სავალდებულო;
- სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.