2019-07-12

ახალგაზრდა მეცნიერთა ჟურნალი აცხადებს სტატიების მიღებას


ახალგაზრდა მეცნიერთა ჟურნალი - "ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები" აცხადებს სტატიების მიღებას


„ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური ელექტრონული სტუდენტური ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიის ა და განათლების მეცნიერებათა  სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს ჟურნალი განკუთვნილი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის. 

სამეცნიერო ჟურნალი ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეში იდეების გაცვლასა და სამეცნიერო კომუნიკაციის სტიმულირებას . აგრეთვე, დაეხმარება სტუდენტებს დააგროვონ ის აქტივობები, რომლებიც აუცილებელია ფაკულტეტზე არსებულ სხვადასხვა წამახალისებელ თუ სასტიპენდიო პროგრამებში გამარჯვებისთვის. 


გამოსაქვეყნებლად გამოგზავნილი სტატია არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა ჟურნალში და მას თან უნდა ახლდეს ხელმძღვანელის რეკომენდაცია. სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 სიტყვას (იხ. ავტორთა გზამკვლევი).

სტატიების წარდგენის ბოლო ვადა: 31 სექტემბერი, 2019
სტატიის წარდგენა ხდება ელექტრონულად: psy.edu.journal@ gmail.com 

Print

« იხ. ყველა სიახლე