ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-02

გერმანიის საელჩოს საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო ღონისძიება : სამშაბათს , 2018 წლის 15 მაისს 15:00 საათზე   თსუ-ს ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო  დარბაზში (თსუ პირველი კორპუსი, ნულოვანი სართული) გერმანიის საელჩო საქართველოში და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD) დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე.

 

ღონისძიების მსვლელობისას სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას გერმანიაში სწავლებაზე,  სასტიპენდიო პროგრამებზე და გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო სტიპენდიაზე (IPS) , რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები გერმანიის პარლამენტში გაივლიან სტაჟირებას. სასტიპენდიო პოგრამა ზე საბუთების მიღება დაწყებულია 2018 წლის 30 ივნისამდე. სტიპენდია განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე , პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური ახალგაზრდებისთვის რომლებიც ძალიან კარგად ფლობენ გერმანულ ენას . 15  მაისს შეიტყობთ, რა გელოდებათ IPS- პროგრამაში , როგორ უნდა გააკეთოთ განაცხადი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება განაცადის შემოტანისას .

დამატებითი ინფორმაცია IPS- პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ - გვერდზე : http://www.bundestag.de/ips

Print

« იხ. ყველა სიახლე