2016-01-29
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N28-115 დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა“ ფარგლებში სტუდენტების დაფინანსების ახალი წესი, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 იანვრიდან.
ზემოთ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებასთან დავაკშირებით განცხადების მიღება დაიწყება 2016 წლის 1 თებერვლიდან და გაგრძელდება 15 მარტის ჩათვლით.
დაფინანსების წესი
« იხ. ყველა სიახლე